“შენ რა, ქმარი არ გყავს, უპატრონო ხარ?” – რატომ ლანძღავენ ქალს, რომელიც ტაქსისტად მუშაობს?
“შენ რა, ქმარი არ გყავს, უპატრონო ხარ?” – რატომ ლანძღავენ ქალს, რომელიც ტაქსისტად მუშაობს? – ნუთუ საქართველოში მუშაობა სირცხვილია? გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.
ცოტა კი დავიბენი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე, მადლობა გადავუხადე და სახლიდან გავედი. 15 წუთი მაინც ვიყავით გზაში და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრობა იყო...