Astra Dental Clinic-ში თანკბილვის გამოსასწორებლად გამოიყენება უახლესი ორთოდონტიული კონსტრუქცია — ALF აპარატი. ეს მეთოდი 1983 წელს შეიმუშავა ექიმმა დერიკ ნორდსტრომმა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ულბივარ, რბილ და ფიზიოლოგიურ ტექნიკად ითვლება. ALF წარმოადგენს თხელი, გამძლე ლითონის მავთულის სისტემას, რომელიც თავსდება პირის ღრუს შიდა მხარეს. ფიქსაციას უზრუნველყოფს სპეციალური მარყუჟები, რის გამოც აპარატი თვალისთვის შეუმჩნეველია. როგორ მუშაობს ALF ALF იყენებს კრანიული ოსტეოპათიის პრინციპს — ძალიან რბილად მოქმედებს: თავის ქალას ძვლებზე,ფასიებზე,ტვინის გარსებზე. ასეთი გავლენა ეხმარება თავის ქალას სტრუქტურებს ბუნებრივად დაბრუნდეს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში. აპარატი აუმჯობესებს: სახის ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებას, თავის ბუნებრივ „სუნთქვას“ (მიკროძრაობებს), სახის ჰარმონიულ ზრდას. ALF რეკომენდებულია ბავშვებისთვის 4–5 წლიდან, ასევე მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის საჭიროების მიხედვით. შესაბამისი შეზღუდვები ძვლების ფიზიოლოგიური გადაადგილების პროცესში ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მსუბუქი გაძნ