სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „ყველა ერთად თეაკოსთვის” პოსტი ვრცელდება. 1,5 წლის გოგონას სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს.
ოჯახმა ბავშვის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა და ახლა, მათ მხოლოდ საზოგადოების იმედი აქვთ. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა, არც თუ ისე დიდია, ოჯახს პატარა თეაკოს გადასარჩენად მხოლოდ 25500 ევრო სჭირდება, რომელიც დაახლოებით, 40000 ლარამდეა.
„მინდა პატარა თეაკო გაგაცნოთ! ის 1,5 წლისაა მან თითქმის დაამარცხა სიმსივნე და დაამტკიცა რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. მას იანვარში იშვიათი სიმსივნე დაუდგინეს, გაუკეთდა ოპერაცია.
ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ თეაკოს გადაერჩინათ და რაც გააჩნდათ ყველაფერი გაყიდეს. საზოგადოების დახმარებით მივიდნენ იმ ეტაპამდე რომ თეაკო საბოლოო ქიმიოთერაპიის კურსი დარჩა და იმუნოთერაპია რომელზეც ძალიან მიზერული თანხა აკლდება 25000 ევრო. რაც 40500 ლარს შეადგენს. ამის გამო ბავშვი არ უნდა დავკარგოთ და გვაქვს კვლავ თქვენი იმედი.
თეაკოს სიცოცხლის ფასი 40475 ლარია, დამეხმარეთ!
დიახ, დავამტკიცეთ, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.
თეაკოს იშვიათი სიმსივნე ნეირობლასტომა დაუდგინდა. 1,5 წლის თეაკოს ჩაუტარდა ოპერაცია და დარჩენილი აქვს ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი და იმუნოთერაპია.
რაზეც 40575 ლარი ანუ 25000€ გვაკლია.
უიმისოდ მოვკვდები გადამირჩინეთ ჩემი შვილი რომ საბოლოოდ გამოვაჯამრთელო და არ დავკარგო გთხოვთ.” – წერენ ჯგუფში.
მიმღები მშობელი : გიორგი სულაბერიძე
საქართველოს ბანკი GE77BG0000000161592306