ვიცოდი რომ ბოზს ეძახდნენ, მაგრამ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა … ის ჩემთვის ერთი ლამაზი და კეთილი ქალბატონი იყო, რომელიც უბნის ბავშვებს მოფერებით «ცუნცულებს» გვეძახდა და ჩვენს დანახვაზე მომხიბვლელად იღიმებოდა…
— ახლოს აღარ გაეკარო ბალღსა შე უნამუსო! — იყვირა ლამზირა დეიდამ და ემას მიაფურთხა…
— ჭირიანი ხომ არ ვარ, ბავშვს მოვეფერე. რა დავაშავე ლამზირა ასეთი?
— არ სჭირდება ჩემს შვილს ბოზების მოფერება! არ აკლია მომფერებლები!
— ბავშვებთან მაინც ნუ მეუბნები ამ სიტყვას ქალო. ასე რამ გაგაცეცხლა?!
— ცეცხლი და ნავთი არ მოაკლდეს შენს გვარს და მოდგმას დასაწველად! — ცხარობდა გაცოფებული ლამზირა დეიდა და პატარა ნუციკოს სახლისკენ ძალით მიათრევდა…
***
— ბოზები ცუდები არიან? — ინტერესით ვიკთხე მამაჩემს და მუხლზე ჩამოვუჯექი.
— მაგას მერე გაიგებ…
— როდის?
— როცა დიდი ბიჭი გახდები…
და მეც ველოდებოდი, როდის გავხდებოდი დიდი, რომ გამეგო რას ნიშნავდა ბოზი…
***
დეკემბრის ბოლოს ისე ხვავიანდ ჩამოთოვა, რომ ბავშვები მის საფარში ვიმალებოდით. ჩვენს სიხარულსა და ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. «პალიანკის» გორაკიდან